ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

  1. რა არის პრომო საიტი?

    ეს არის საიტი, რომელიც მზადდება კონკრეტული მარკეტინგული დანიშნულებით და ძირითადად გამოიყენება კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების დროებითი ან ხანგრძლივი ხასიათის რეკლამისთვის.ამ ტიპის საიტი დიზაინით კარგად უნდა იყოს ვიზუალურად გაფორმებული, რაც მიზნობრივ აუდიტორიაზე დადებით ეფექტს მოახდენს.

  2. რა არის სტატიკური საიტი

    ეს არის რამდენიმე სტატიკური გვერდებისგან შედგენილი საიტი, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს როგორც პიროვნებისთვის, ისე ორგანიზაციისთვის, რომლებიც ხშირად არ ცვლიან ინფორმაციას ვებ გვერდზე. სტატიკური საიტი მიზანმიმართულია ერთი მხრივ, კომპანიის კორპორატიული იმიჯის ჩამოყალიბება-განმტკიცების და მეორე მხრივ პროდუქტის გაცნობის მიზნით.

  3. რა არის დინამიური საიტი?

    დინამიური საიტი ეს არის საიტი, რომლის შინაარსიც ხშირად იცვლება და ახლდება. ჩვენი დამზადებული საიტი იყენებს მსოფლიოში საუკეთესო კონტენტის მართვის სისტემას, რაც კლიენტს საშუალებას აძლევს მარტივად და საიმედოდ თავად მართოს ვებ გვერდი. ასეთი საიტი მზადდება პიროვნებისთვის, როგორც პირადი საჭიროებისთვის, ისე პროფესიონალური დანიშნულებით. დინამიურ საიტში გათვალისწინებულია ინფორმაციის მართვისათვის დიფერენცირებული დაშვების შესაძლებლობა.

  4. რატომ ლოგოს დიზაინი?

    ლოგო არის ამა თუ იმ კომპანიის, ბრენდის, დაწესებულების თუ ვებ-გვერდის სახე, ამიტომ საჭიროა მასში ასახული იყოს თითქმის ყველა ის საქმიანობა და მიმართულება რითაც არის ბაზარზე დამკვიდრებული, ამიტომ ლოგოს დიზაინი რომელსაც ვქმნით ჩვენ, არის ზუსტი ანალოგი იმისა თუ რა სურთ მის დამკვეთებს.  კომპანიის ლოგო თქვენი წარმატების გარანტია და ჩვენ მას უმაღლესი ხარისხით ვამზადებთ.

  5. რას ნიშნავს საიტის ადმინისტრირება?

    ჩვენ გთავაზობთ, თქვენი ვებ გვერდის ადმინისტრირებას, რაც გულისმობს საიტის მუდმივ მეთვალყურეობა-განვითარებას, ინფორმაციის განახლებასა და დამატებას. ჩვენ გავაუმჯობესებთ თქვენს ვებ გვერდს, როგორც ფუნქციურად, ასევე ვიზუალურად და რაც მთავარია სიახლეებს საუკეთესო სახით დავნერგავთ.

  6. რა არის კორპორატიული სტილი?

    კორპორატიული სტილი ნებისმიერი თანამედროვე კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარეკლამო და მარკეტინგული ინსტრუმენტია. ეს არის დამახასიათებელი ელემენტების სრული კომპლექსი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას იყოს გამორჩეული სხვებისგან. ჩვენ გთავაზობთ, თქვენი კომპანიისთვის საფირმო სტილის შექმნას, რაც მოიცავს:
    კომპანიის ლოგოს
    სავიზიტო ბარათის დიზაინს
    საფირმო ბლანკის დიზაინს
    ბანერების
    სხვადასხვა საჭირო ნივთების ბრენდირების დიზაინს
    და ა.შ

ვერ იპოვეთ თქვენ კითხვაზე პასუხი?

მოცემული ფორმით თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ კითხვა და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე